ახალი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც მოსკოვმა
სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფელ
კესაბში 1300 მეტრის სიმაღლეზე განათავსა, ნატოსა და თურქეთის სამხედრო ობიექტებზე
თვალთვალის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ გაზეთი “Le Figaro” წერს. გამოცემა მიუთითებს, რომ რუსული სადგური ბაშარ ასადსაც
აძლევს თავის მოწინააღმდეგეებზე
თვალის დევნების საშუალებას, რომლებიც საზღვრის თურქულ მხარეს არიან თავმოყრილნი.
სადგური განთავსებულია რაიონში, სადაც ასადის რეჟიმის
მომხრე სომხები და ალავიტები ცხოვრობენ - წერს გაზეთი. მისივე ინფორმაციით, კესაბი
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეა, საიდანაც შეიძლება დაინახო, თუ რა ხდება საზღვრის თურქულ
მხარეზე.
„Le Figaro“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსულმა ობიექტმა, შესაძლოა, აიძულოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერო
განყოფილება, რომ მანაც დაიწყოს ასადის ოპოზიციისათვის სადაზვერვო ინფორმაციის
მიწოდება მოწინააღმდეგის დისლოკაციის
ადგილების შესახებ. ბოლო დრომდე აშშ-ის სპეცსამსახურები აცხადებდნენ, რომ ასეთ
ინფორმაციას არ გასცემენ, რამდენადაც შიშობენ, რომ ის არასწორად იქნება
გამოყენებული.
რუსეთს სირიის ტერიტორიაზე სხვა სადგურებიც აქვს:
დამასკის შემოგარენში და კასიუნის მთის რაიონში - წერს ფრანგული გამოცემა.
internet.ge