"რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზად არიან დაიცვან საზღვაო
ფლოტის გემები სირიაში გამგზავრების შემთხვევაში, რაც რუსეთის მოქალაქეების
ევაკუაციისთვის შეიძლება გახდეს საჭირო" - განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო
ძალების სარდალმა ვლადიმერ გრადუსოვმა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, გრადუსოვის თქმით, სირიაში
კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარად არ
მიატოვებს.
„ავიაცია მზად იქნება შეასრულოს ყველა ამოცანა, რომელსაც მთავარსარდალი დაგვისახავს,“- განაცხადა მან.
გრადუსოვის თქმით, „ლოგიკა უჩვენებს“, რომ რუსეთის
მოქალაქეები დასაცავნი გახდებიან და მათი ევაკუაცია და კონფლიქტის ზონიდან გაყვანა
საჭირო გახდება.
Internet.ge