სირიელმა დისიდენტებმა კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომელშიც
საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში „შეიარაღებული სამშვიდობოების“ შეყვანას
სთხოვენ და უკმაყოფილო არიან გაეროს მისიის მუშაობის შეჩერებით.
როგორც ცნობილია, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ სირიაში
მუშაობა უსაფრთხოების გამო შეაჩერა, რაც ბაშარ ასადის ოპოზიციის თქმით,
რეჟიმს უფრო მეტი ძალადობის ჩადენის
საშუალებას მისცემს.
მათივე მოთხოვნით, ქალაქ ჰომსის
მოსახლეობა, რომელიც ბოლო დღეებში სამთავრობო ჯარების მასირებული შეტევის
ობიექტია, სასწრაფოდ ევაკუაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გაეროს მისიის
ხელმძღვანელმა სირიაში რობერტ მუდმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ
ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებულებს მისცენ უფლება, ყოველგვარი პირობის გარეშე დატოვონ
საბრძოლო მოქმედებების ზონა და ასევე, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.
internet.ge