GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯონ მაკკეინი: რუსეთი სირიისკენ საზენიტო რაკეტებს გზავნის
13:46 19.06.2012
დღის სიახლეები

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გზავნის სამხედრო გემებს, რომელთა ბორტებზეც საზღვაო ქვეითთა დანაყოფები და ასევე, გემების საწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებია განთავსებული. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

მაკკეინის განცხადებით, რუსეთი ამას ბაშარ ასადის რეჟიმის დასაცავად აკეთებს. „გასაგებია, რომ ეს უსამართლო ბრძოლაა“ - განაცხადა მაკკეინმა.

შეგახსენებთ, ორი რუსული გემის სირიის პორტ ტარტუსში გამგზავრების სამზადისის შესახებ ინფორმაცია „ინტერფქსმა“ გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის წყაროს ეყრდნობოდა.

მანამდე კი ამერიკულმა მხარემ მოსკოვი ასადისთვის მოიერიშე ვერტმფრენების მიწოდებაში დაადანაშაულა, რაზეც რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ასადის ძველი ვერტმფრენები იყო, რომელიც მათთან სარემონტოდ გამოიგზავნა.

„მაშინაც კი, თუ ეს ძველი ვერტმფრენებია და ასადმა ისინი რუსეთში გაგზავნა, რათა აღადგინონ და მათზე სისხლი ჩამორეცხონ, ამაში დიდი განსხვავება არ არის“ - განაცხადა მაკკეინმა. მისი თქმით, სირიაში სამხედრო ინტერვენცია აღარ უნდა გადაიდოს, რადგან „რაც უფრო ჭიანურდება კონფლიქტი, ის მით უფრო რადიკალური ხდება“.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეოთხე თაობის რუსულმა გამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა1
კომუნიკაციების კომისიამ Must Carry-ს განხორციელების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა2
პრეზიდენტი ჩხოროწყუში მოსახლეობას შეხვდა3
აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ4
დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ შეიარაღებულ ძალებში ასობით ისლამისტი აღმოაჩინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X