სატვირთო გემი Alaed, რომლის ბორტზეც რუსული ვერტმფრენებია
განთავსებული და რომელიც სირიაში მიემართებოდა, შოტლანდიის სანაპიროებთან
დააფიქისრეს. გემი ბრიტანულმა მხარემ დააკავა და ის უკვე უკან - კალინინგრადისკენ
მიემართება.
ბრიტანეთი ეჭვობს, რომ გემს მიაქვს იარაღი, რომელსაც ბაშარ ასადი საკუთარი
მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს არის სირიისთვის ადრე გადაცემული ვერტმფრენები, რომლებიც
ახლა რუსეთში სარემონტოდ იყო შემოყვანილი და ისევ სირიაში მიჰქონდათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სირიისკენ უკვე გაემართა ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში
მყოფი დიდი სადესანტო გემი „კალინინგრადი“.
სირიისთვის იარაღის მიწოდება და მსგავსი ტიპის ტვირთების დაზღვევა სირიის მიმართ
მიღებული სანქციების შესაბამისად, აკრძალულია.
Alaed ბრიტანეთში იყო დაზღვეული და ახლა მისი
დაზღვევაც უკვე ანულირებულია. როგორც Internet.ge წერდა, იმისათვის, რომ სიმართლე
გაირკვეს, ევროკავშირმა აღნიშნული გემის ტვირთის შემოწმება მოითხოვა.
Internet.ge