როგორც
„კავკაზ-ონლაინი“ მახაჩკალის მკვიდრ მაგომედრასულ ალიევზე დაყრდნობით
იუწყება, დაღესტანში რუსული ტანკებია გადასროლილი. ალიევის თქმით, მახაჩკალის
რკინიგზის სადგურზე მან საკუთარი თვალით ნახა რამდენიმე შემადგენლობა, რომელიც
მძიმე სამხედრო ტექნიკით იყო დათვირთული.
რესპუბლიკის
შსს-ში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი იციან.
„შემადგენლობა ტანკებითაა სავსე. საით წავა ეს ტვირთი არ ვიცი, მაგრამ ჩემმა
ნაცნობმა შემატყობინა, რომ მთელი ტექნიკა კონცენტრირებულია მახაჩკალის გარეუბანზე
- სოფელ კრასნოარმეისკზე. ასეთი რამ მანამდე არ ყოფილა. როგორც წესი, ტანკები სხვა
ადგილებზე იყო ხოლმე დისლოცირებული. როგორც ჩანს, დაღესტნის დედაქალაქს ახალი
სპეცოპერაციებისთვის ამზადებენ“ - განაცხადა ალიევმა.
თუმცა შსს-ში
ამბობენ, რომ რესპუბლიკაში ვითარება სტაბილურია და ტექნიკის მობილიზების
აუცილებლობას ვერ ხედავენ.
დაღესტნის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ალჩიევი კი ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული
არ ხდება და უბრალოდ, ძალების როტაცია მიმდინარეობს.
internet.ge