თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ
ირანში ქურთი ბოევიკების პოზიციებზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას
თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ავრცელებს.
ოფიციალური ანკარის განცხადებით,
ოპერაცია „ეფექტურად“ განხორციელდა. ქურთების მუშათა პარტიის ბოევიკთა პოზიციებს დარტყმები
სამხედრო თვითმფრინავებიდან მიაყენეს. შეტევის შედეგად 26 ქურთი ბოევიკი დაიღუპა.
ორი დღის წინ, ქურთების თავდასხმას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Internet.ge