რუსეთის
თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების
სამინისტროები სირიიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის სამზადისს შეუდგნენ -
იუწყება „დნი რუ“ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით. რუსეთი მზადაა სიტუაციის
გამწვავების შემთხვევაში კონფლიქტის ზონიდან საკუთარი მოქალაქეები გაიყვანოს.
ამ
ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში სირიიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და
სამხედროების გაყვანა იგეგმება, რომლებიც ტარტუსში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო
ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტში არიან განთავსებულები.
წინასწარი
გათვლების თანახმად, ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში 100 ათასი
ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო. რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში მიუთითებენ,
რომ სამაშველო ოპერაციების დაგეგმვაზე თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების
სამინისტროების გარდა სხვა სამსახურებიც მუსაობენ.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ფლოტს ჯერ არ
მიუღია სირიისკენ დაძვრის ბრძანება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პენტაგონი ამტკიცებდა, რომ გემები „ცეზარ
კუნიკოვი“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ სირიისკენ გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.
რუსეთის გენშტაბში ამბობენ, რომ ეს გემები, სირიისკენ გეზს მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში აიღებენ.
internet.ge