GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საერთაშორისო ექსპერტი: სომხეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგობის ომში გადაზრდის რისკი არსებობს
10:32 23.06.2012
დღის სიახლეები

არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები, რომელთა დროსაც მინიმუმ, 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ომში გადაიზარდოს. ეს იმ რეგიონში, სადაც კომპანია „BP“-მ და მისმა პარტნიორებმა ენერგეტიკულ პროექტებში 35 მილიარდი დოლარი ჩადეს - აცხადებს საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის ექსპერტი საბინა ფრეიზერი.

მისი თქმით, დაპირისპირების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი სუსტია, ფაქტობრივად, არ არსებობს მონიტორინგი. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კი შეიძლება სრულიად შემთხვევით დაიწყოს, მხარეების საპასუხო მოქმედებების დროს.

აზერბაიჯანი ყოფილ საბჭოთა კავშირში ნავთობის მწარმოებელი რიგით მესამე ქვეყანაა. მან დიდი სახსრები ჩადო არმიის მშენებლობაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან იარაღს იძენდა ისრაელისგან. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს კი არაერთხელ განუცხადებია, რომ აზერბაიჯანი იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას, თუკი მშვიდობიანი მოლაპარაკებები აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით შედეგს არ გამოიღებს.

საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის ექსპერტის აზრით, „არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი უახლოეს პერსპექტივაში ომს არ გეგმავენ,“ - ციტირებს ფრეიზერს „არმენია თუდეი“.

„თუ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახლდება, ეს ხანგრძლივი ომი იქნება, რადგანაც არც ერთ მხარეს მეორე მხარეზე დიდი უპირატესობა არ აქვს. ასევე გაურკვეველია, როგორ რეაგირებას მოახდენენ რუსეთი და თურქეთი. ისინი შეიძლება ჩაერთონ მათ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიების გამო,“ - განაცხადა ექსპერტმა.

რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს გიუმრში და ის ვალდებულია სომხეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, რადგანაც ორივენი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან. აზერბაიჯანი კი მჭიდრო ეთნიკურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაშია თურქეთთან - აცხადებს ფრეიზერი.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქართული ოცნების" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან1
გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა2
სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში3
მინაშვილი: თუ ბაჩო ახალაია დამნაშავეა, მაშინ მეც დამნაშავე ვარ და დამიჭირონ4
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის სკოლის მსმენელებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X