სამხედრო სწავლება
„კავკაზ 2012“-ისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის - იუწყება „ნეზავისიმაია
გაზეტა“.
გამოცემის ინფორმაციით,
რუსეთის სამხრეთითა და სომხეთში სტრატეგიული-საშტაბო წრთვნისთვის სამზადისის ფარგლებში დაიწყო ოპერატიულ-ტაქტიკური
სწავლების სერია, რომლის დროსაც გამოყენებულია საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება.
როგორც „ნეზავისიმაია
გაზეტა“ წერს, სწავლება გეგმიურია, თუმცა ისინი პიდაპირ კავშირშია ეკონომიკური,
გეოპოლიტიკური და სამხედრო პრობლემების გართულებასთან, რომელსაც დღესდღეობით
ადგილი აქვს კასპიის რეგიონში, ირანსა და სირიაში, ასევე ყარაბაღის კონფლიქტთან.
სამხრეთის სამხედრო ოლქის
პრესსამსახურის ცნობით, სტავროპოლის მხარის სერნოვოდსკის პოლიგონზე ამ დღეებში, სამხრეთის მეკავშირეთა ჯარების სპციალური ტაქტიკური
მომზადება იწყება.
Internet.ge