აზერბაიჯანული მედიის
ცნობით, ქვეყნის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილემ აიდინ მირზაზადემ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება
გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიას ნებისმიერ მომენტში შეუძლია
„სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება“.
დეპუტატის თქმით,
შეიარაღებული ძალები ამისთვის ძალიან კარგად არიან მომზადებულნი.
მირზაზადემ აღნიშნა, რომ
აზერბაიჯანის არმია ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი და
პროფესიონალი კადრები ჰყავს. „სომხეთმა იცის ამის შესახებ“ - ხაზი გაუსვა
დეპუტატმა.
მისი თქმით,
„აზერბაიჯანის არმია ძლიერია, კარგად მომზადებული, ის ხალხისა და ქვეყნის სიამაყეა და მზად არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობა უზრუნველყოს,“ - განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.
Internet.ge