გაეროში აშშ-ის
მუდმივმა წარმომადგენელმა სიუზან რაისმა კვლავ მოითხოვა სირიის წინააღმდეგ ძალის
გამოყენება, რათა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან.
მან ხაზი გაუსვა
პრეზიდენტ ბაშარ ასადზე ზეწოლისთვის უფრო ღირებული ნაბიჯების გადადგმის
აუცილებლობას, მათ შორის, გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამოქმედებას.
„მსოფლიოსადმი საფრთხის, მშვიდობის რღვევისა და აგრესიის აქტების მიმართ
ქმედებების“ თავი, მშვიდობის შესანარჩუნებლად, შეიარაღებული ძალების გამოყენებასაც
ითვალისწინებს.
რეისმა
ისიც აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭომ მარცხი განიცადა სირიის მოსახლეობის დაცვის
საქმეში.
ცოტა
ხნის წინ ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დადგენილება მიიღო, რომელშიც დაგმო სირიის
მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობა. წევრი ქვეყნები იმაზეც შეთანხმდნენ,
რომ ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად პრეზიდენტი ასადი უნდა გადადგეს.
სირიაში
წელიწადზე მეტია რაც ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით,
ამ დროის განმავლობაში 12 ათასამდე ადამიანია დაღუპული.
internet.ge