გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სპეცკომისიის ხელმძღვანელს სირიაში შესვლის უფლება მისცეს
ეს პირველი
შემთხვევაა, როცა სირიაში შესვლის უფლება მიეცა გაეროს ადამიანის უფლებათა
სპეცკომისიის ხელმძღვანელს პაულუ პინეირას.
როგორც „რია
ნოვოსტი“ იუწყება პინეირა ცდილობს სირიაში შესვლის უფლება მიიღოს კომისიის
დანარჩენ წევრებზეც.
„ჩვენთვის
აუცილებელია მოვხვდეთ იქ სექტემბრამდე, როცა ჩვენი საბოლოო ანგარიში უნდა წარვადგინოთ“
- განუცხადა სააგენტოს კომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
სპეციალური კომისია სირიაში ადამიანის უფლებათა
დარღვევების ფაქტების შესასწავლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შარშან
სექტემბერში ჩამოაყალიბა. მის ხელმძღვანელად ბრაზილიელი ექსპერტი ადამიანის
უფლებათა სფეროში პაულუ პინეირა დაინიშნა.
internet.ge