რუსეთის
სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ვიქტორ ჩირკოვმა ავიამზიდების
მშენებლობის გეგმაზე ისაუბრა.
როგორც „რია
ნოვოსტი“ იუწყება, პირველი რუსული ავიამზიდის ტექნიკური პროექტი 2014 წლამდე
შემუშავდება, თუმცა თავად გემის აგებას 2020 წლამდე ვერ დაიწყებენ. ამასთან,
ჩირიკოვის თქმით, ეს არ იქნება კლასიკური გაგებით ავიამზიდი.
სარდალი
ამბობს, რომ უკვე დაგეგნილია სამუშაო, რომლის თანახმადაც ფლოტი მიიღებს საესკადრო
ნაღმოსნებს, კრეისერებს და ავიამზიდ გემებს. ასევე წყალქვეშა ნავებს „ბორეის“ და
„იასენს“.
რუსული
მედიის ცნობით, ამჟამად სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი
ავიამზიდია, რომელიც 80-იან წლებში აიგო. „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი
კუზნეცოვი“ ჩრდილოეთ ფლოტის დაჯგუფებაშია.
internet.ge