შუა აზიაში
შეიძლება ახალი ლოკალური კონფლიქტები აღმოცენდეს. ამის შესახებ რუსეთის სახმელეთო
ჯარების სარდალმა ვლადიმერ ჩირკინმა ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტების მიზეზი ენერგეტიკა, წყალი
და მიწათსარგებლობის პრობლემები შეიძლება გახდეს. მისი მონაწილეები კი უზბეკეთი,
ტაჯიკეთი და ყირგიზეთი იქნებიან.
ამასთან
დაკავშირებით ჩერკინმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს
გაეროს სამშვიდობო მოღვაწეობაში. ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს რიგ რეგიონებში
„გაუკრკვევლობა და კონფლიქტური პოტენციალი იზრდება“, რის ერთ-ერთ მიზეზადაც აშშ-სა
და ნატოს მხრიდან „თავისი ინტერესების მისაღწევად ცალმხრივი მოქმედებების
სტრატეგია“ და მათ მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა დაასახელა.
internet.ge