სომხეთში კოლექტიური
უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების
წრთვნების „ურთიერთქმედება 2012“-ის სამხედრო-პოლიტიკური ეტაპი დაიწყო - იუწყება
„რეგნუმი“.
სომხეთის თავდაცვის
სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ წვრთნების ფარგლებში ერევანში
უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელზეც სომხეთის ირგვლივ შექმნილი
სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია განიხილეს და მომავალი სავარაუდო ნაბიჯების შესახებაც
იმსჯელეს. შედეგად კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმართონ კოლექტიური
უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს.
წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, შეიკრიბა, ასევე
სომხეთის მთავრობაც.
გარდა ამისა, ერევანში
იმყოფებოდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ნიკოლაი ბორდიუჟა, რომელიც პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა.
Internet.ge