GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს
10:43 28.06.2012
დღის სიახლეები

ბათუმში დღეს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობას, როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია წარმოადგენს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ხოლო მეორეს მხრივ პარტნიორ ქვეყნებთან აზრთა გაზიარების და დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად ჩამოყალიბდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია  წელიწადში ორჯერ იმართება.

ხვალ, კონფერენციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან. კონფერენციის პარალელურად მინისტრს  უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ექნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა არაკოსნსტრუქციული იყო1
‘’ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა2
რუსეთში ტურისტებს 3 დღით უვიზოდ შესვლის უფლება ექნებათ3
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს4
თინათინ ბოკუჩავა: შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნება“ NDI-ის და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას განაგრძობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X