აზერბაიჯანი
კვლავ იუწყება სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ სროლები რამდენიმე
მიმართულებით განხორციელდა.
სომხეთის
შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის იჯევანის რაიონის სოფელ
ბერკაბერიდან, ასევე სოფელ აშაგიდან, ჯავახირლიდან, კუროპატკინოდან და
დაშკესანსკის რაიონებში მდებარე უსახელო სიმაღლეებიდან.
აზერბაიჯანი საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.
internet.ge