თურქეთის
სამხრეთ-აღმოსავლეთით, საზღვრისპირა პროვინცია ხატაისკენ კვლავ მიემართება
დამატებითი ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები -
იუწყება „რადიო თავისუფლება“, რომლის თანახმადაც სამხედროებს მიცემული აქვთ
ბრძანება, პასუხი გასცენ სირიის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას.
ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა მეზობელ
პროვინციაშიც იყრის თავს.
სირიასთან
მოსაზღვრე რაიონებში - თურქულ მხარეს 30 ათასზე მეტი სირიელი დევნილი იმყოფება,
რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან დევნის გამო თურქეთს აფარებენ თავს.
Internet.ge