მას
შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების
შემდეგ ანკარამ საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო ტექნიკა განათავსა, საზღვრისპირა
ზონაში ტანკების მობილიზება დაიწყო სირიამაც.
„ინტერფაქსის“
ცნობით სირიის შეიარაღებული ძალების ტანკები თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 30
კილომეტრშია განთავსებული. ამის შესახებ სააგენტოს სირიის ოპოზიციის გენერალმა
მუსტაფა ალ-შეიხმა განუცხადა. გენერლის თქმით, ტანკებს თურქეთთან საზღვრის
გასწვრივ ჩააყენებენ ან შეტევას მიიტანენ იქვე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებზე,
რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.
Internet.ge