„საჰაერო თავდასხმა სირიაზე შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს. გაეროს
უშიშროების საბჭოს სანქციებს უკვე აღარავინ დაელოდება. მიმდინარეობს კონსულტაციები
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორივე ქვეყნის
პოზიციასთან დაკავშირებით“ - განუცხადა Аргументы.ру-ს რუსეთის
სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ.
წყაროს თქმით „ოპერაციის საწყისი სტადია თურქეთზეა დაკისრებული, რომელმაც
თავისი საბრძოლო თვითმფრინავების დახმარებით, რომლებიც ისრაელის სპეცისლისტების
მიერ უპილოტო ვარიანტამდეა სრულყოფილი, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა
აღმოაჩინოს“, რის შემდეგაც მათზე შეტევა ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდება.
„სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე
პრეზიდენტი ბაშარ ასადი გახდება. მისი შესაძლო დაღუპვის შემდეგ ჩვენი
„პარტნიორები“ შეძლებენ თქვან, რომ გამარჯვებულს არ ასამართლებენ“ - ამბობს რუსული
წყარო.
მისივე თქმით, „რუსეთი და ჩინეთი, როგორც ვეტოს დამდებები სირიის
რეზოლუციაზე, მხოლოდ დიპლომატიური გზებით ბრძოლას შეძლებენ. სამხედრო მეთოდებით,
ჩვენ (რუსეთი), უკვე ვეღარაფრის გაკეთებას შევძლებთ, პეკინი კი არ გააკეთებს“ -
განაცხადა წყარომ.
Internet.ge