პაკისტანის
ხელისუფლება იტყობინება, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად,
ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 8 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმის
ობიექტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანის საზღვართან განთავსებული შენობის
კომპლექსი იყო.
BBC-ის ცნობით, გარდაცვლილები თალიბანის მოძრაობის წევრები იყვნენ, რომელთაც
ავღანეთში განლაგებულ ნატო-ს სამხედრო ძალებზე მრავალგზის თავდასხმაში
ადანაშაულებენ.
Internet.ge