ირანის
რევოლუციის დამცველთა კორპუსმა სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც
მიწა-მიწა კლასის რაკეტებს გაუშვებენ - იუწყება „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ
სააგენტოებზე დაყრდნობით, რომელსაც ინფორმაცია რევოლუციის დამცველთა კორპუსის
საავიაციო-კოსმოსური ქვედანაყოფის მეთაურმა ამი ალი ხაჯიზადეჰამ მიაწოდა.
აღნიშნული
სამხედრო შენაერთი ირანის ელიტური სამხედრო ნაწილია, რომელიც არ ემორჩილება
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს.
სამხედრო
სწავლება ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩატარდება. მანევრების დროს გამოყენებული
იქნება სხვადასხვა მოქმედების რადიუსის რაკეტები. სამხედროებმა პირობითი
მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზების მაკეტები უნდა გაანადგურონ.
როგოც
სააგენტო ‘’ასოშეითედ პრესი" აღნიშნავს, წვრთნა ემთხვევა ირანისათვის ნავთობზე
ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს ამოქმედების დროს. 1-ელი ივლისიდან
ევროკავშირის ყველა ქვეყანა, რომელიც ნავთობს თეირანისგან ყიდულობდა, ირანიდან
იმპორტს შეწყვეტენ.
internet.ge