აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც
აზერბაიჯანისთვის რიგი სახეობის სამხედრო ტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. აკრძალვაში
მოჰყვა ტექნიკა, რომლითაც აზერბაიჯანი საბრძოლო ვერტმფრენების Ми-35М-ების
აღჭურვას გეგმავდა - იუწყება „კავკაზსკი უზელ“.
წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის
წევრი ჰოვარდ ბერმანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა. ის მანამდე აცხადებდა,
რომ ალიევის რეჟიმმა აღნიშნული ტექნიკა, შესაძლოა, სომხეთის წინააღმდეგ
გამოიყენოს.
internet.ge