ნატოს ქვეყნების სამხედრო
მეზღვაურებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში წვრთნა დაიწყეს. მანევრები სირიის
საზღვრების სიახლოვეს მიმდინარეობს - წერს გამოცემა Hurriyet. სამხედრო
წვრთნის ლეგენდის მიხედვით სამი გემი თურქეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან,
ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებს დაამუშავებს.
„ტერორიზმი მოტეხილი არ არის. დამნაშავეებმა
იცოდნენ: ნატო არ დაუშვებს რეგიონში მათი აქტიურობის გაძლიერებას“ - განაცხადა
კონტრ-ადმირალმა ტორსტენ კალერმა, რომელიც წვრთნას ხელმძღვანელობს. მისი თქმით,
ფრეგატები რეგიონში სწავლების დასრულების შემდეგაც დარჩებიან.
internet.ge