აზერბაიჯანის
სამხედრო მოსამსახურეები ჯალალ ალიევი და ურფან ვალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის
საზღვრის აგსტაფინსკის რაიონში სროლების შედეგად დაიჭრნენ. ამის შესახებ
აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელზე ელდარ
სიბიროღლუზე დაყრდნობით დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა
„ტრენდი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთის მხრიდან დაღუპულია ერთი სამხედრო
მოსამსახურე, ოთხი კი დაჭრილია. თუმცა ამას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო
უარყოფს.
აზერბაიჯანის
მხარეს დაჭრილები ჰოსპიტალიზებულნი არიან. მათი მდგომარეობა, ფასდება, როგორც
საშუალო სიმძიმის.
შეგახსენებთ,
7 ივლისს, ურთიერთსროლების შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო
მოსამსახურე, 39 წლის ლევონ ტარმაზიანი. სომხური მხარის ინფორმაციით, ის
აზერბაიჯანელმა სნაიპერმა სომხეთის ტავუშის რაიონში მოკლა.
internet.ge