კომბინირებული
სქემით ნატოს ტვირთების ტრანზიტი რუსეთის ტერირორიიდან, კერძოდ ულიანოვსკიდან, 1-ელი
აგვისტოდან დაიწყება.
რუსეთის
წარმომადგენელი ნატოში ნიკოლაი კორჩუნოვი აცხადებს, რომ გამოყენებული იქნება
მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი.
ტრანზიტის განხორციელებაში კი მათ საერთაშორისო ლოჯისტიკური კომაპნიები
დაეხმარებიან.
კორჩუნოვი
განმარტავს, რომ უცხოური სამხედრო კონტინგენტი ულიანოვსკში არ იქნება და არც
„საშიში ტვირთების“ გადატანა მოხდება.
რუსეთი და
ნატო ულიანოვსკის ტერიტორიის გავლით ავღანეთში (და პირიქით) სამხედრო ტვირთების
ტრანზიტზე რამდენიმე თვის წინ შეთანხმდნენ. ამის გამო რუსეთში საპროტესტო აქციებიც
გაიმართა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კომერციული პროექტია, საიდანაც რუსეთის
ბიუჯეტი სოლიდურ თანხებს ელოდება.
internet.ge