რუსეთი წლის
ბოლომდე სომხეთში დისლოცირებული თავისი სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის გაორმაგებას
აპირებს. ამის შესახებ სომხური გაზეთი „ჯოხოვურდი“ იუწყება.
ამჟამად
სომხეთში რუსეთის ბაზაზე 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. წლის ბოლოს მათი
რიცხვი 10 ათასი იქნება.
ეს
აღსანიშნავია, თუ მოვლენების რეგიონალურ განვითარებას გავითვალისწინებთ - წერს
პორტალი „ტერტ.ამ“ და სირიის ირგვლივ
დაძაბულობაზე მიუთითებს, სადაც გამოცემის აზრით, სამხედრო ჩარევა გამორიცხული არ
არის.
internet.ge