ბაქოში
დისლოცირებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ინცინდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი
რიგითი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა - იუწყება „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ სამხედრო
წრეებზე დაყრდნობით.
წყაროს
თქმით, უბედური შემთხვევა წვრთნის დროს მოხდა. სასწავლო სროლებისას, სამხედრომ
ტაბელური იარაღიდან ცეცხლი უსაფრთხოების წესების დაუცველად გახსნა, რის შედეგადაც
ერთი სამხედრო მოკლა, მეორე კი დაჭრა.
აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ადასტურებს - იუწყება „ეხო კავკაზა“.
internet.ge