თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია ექნება
17:08 13.07.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია და ქართული ჯარის ახალი სლოგანი აქვს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ" - ეს ფრაზა ქართული ჯარის ახალი დევიზი ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი კონცეფცია საბოლოო სახეს დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს და ის საზოგადოებისთვის ცნობილი ამ დროისთვის გახდება.
კონცეფცია აგებული იქნება ე. წ. 3T-ს პრინციპზე, რომელთაგან პირველი პრინციპია ტოტალური ზრუნვა – Total Care, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე ზრუნვას, ასევე სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების შეთავაზებას.
წარმოდგენილი კონცეფციის მეორე პრინციპია ტოტალური ტრენინგი – Total Training – ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება.
თავდაცვის ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია.
კონცეფციის მესამე პრინციპია ტოტალური თავდაცვა – Total Defence, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.
რაც შეეხება ქართული ჯარის ახალ დევიზს – "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ", – ამ დევიზის ირგვლივ მოხდება ქართული ჯარის სულისკვეთების გაერთიანება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|