რუსეთის უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის „რუსეთი-კავკასია“ დირექტორი
ოლეგ ივანიკოვი იმუქრება, რომ სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში,
რუსეთი მზად იქნება საქართველოს აჭარაც ჩამოაშოროს.
„ის გარემოება, რომ
რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები საზღვარზე სანგრებში არ სხედან,
სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ნიშნავს. ცხადია, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს
მიერ სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ასეთივე მოქმედებები
აუცილებლად დაიწყება სოხუმისა და აჭარის მიმართულებებზე, მაგრამ ამჯერად, უკვე
რუსეთის ინიციატივით. სამხრეთ ოსეთშიც, პოტენციურ აგრესორს, მარცხის მეტი არაფერი
ელოდება. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს, მეორედ, უკვე
ნამდვილად აღარ გაუმართლებს“ - განაცხადა ივანნიკოვმა „სამშვიდობოების დღესთან“
დაკავშირებით, რომელსაც ცხინვალის რეგიონში დღეს აღნიშნავენ.
თუმცა ივანკოვის აზრით
რეგიონის ყველაზე დიდი მტერია შიდა სიტუაცია.
„ყველა მცდელობა რესპუბლიკის „ჯგუფებად, კლანებად, გუნდებად“ დაყოფისა, ხელს
აძლევს მხოლოდ დამოუკიდებელი ოსეთის მტრებს. წარმატების გასაღები შიდა
კონსოლიდაციაა. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს წინ ელის ძალიან ბევრი რამ
იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს თავისი უფლება სუვერენიტეტზე და მიაღწიოს
თავისი სახელმწიფოებრიობის ფართო აღაიარებას. და ეს უფლება უზრუნველყოფილია და
გარანტირებულია რუსი სამშვიდობოების მიერ“ - განაცხადა რუსმა ექსპერტმა სააგენტო
„რეგნუმთან“ საუბრისას.
internet.ge