სომხეთის
შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაცხრილეს აზერბაიჯანული პოზიციები. ამის
შესახებ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე
დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია იუწყება.
კერძოდ,
წუხანდელი ღამის მონაცემების თანახმად, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რამდენჯერმე დაარღვია. სროლა სხვადასხვა
სომხური პოზიციებიდან მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
მსხვერპლისა
და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Internet.ge