თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში ჩაერთო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში ჩაერთო.
აღნიშნულთან
დაკავშირებით, სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია
ნათქვამი, მობილიზებულია და თელავში გადაყვანილია
1300 რეზერვისტი, სტიქიის ზონაში მუშაობს
საინჟინრო ბატალიონი, ადგილზე ასევე გადაყვანილია 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.
„სამხედროები აქტიურად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე გააგრძელებს ადგილზე მუშაობას“,- აცხადებენ სამინისტროში.
Internet.ge