აშშ-ის წარმომადგენელთა
პალატამ მიიღო შესწორება, რომლის თანახმადაც პენტაგონს რუსეთის სახელმწიფო
კომპანია „როსობორონექსპორტისგან“ იარაღის ყიდვის უფლება აღარ აქვს. ამის მიზეზი
კომპანიის სირიასთან თანამშრომლობა გახდა.
ასადის რეჟიმს იარაღს
სწორედ „როსობორონექსპორტი“ უგზავნიდა.
შესწორებების პროექტს
მხარი უმრავლესობამ - 407 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 5 წავიდა.
Internet.ge