რუსეთი მხოლოდ
მას შემდეგ განაახლებს სირიისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული საბრძოლო
ვერტმფრენების მი-25-ების მიწოდებას, რაც ქვეყანაში სიტუაცია ნორმალურ კალაპოტს
დაუბრუნდება - იუწყება „ინტერფაქსი“.
ამ
გადაწყვეტილების მიზეზი დამასკოში მომხდარი ტერაქტი გახდა, რომელმაც სირიის
სამხედრო პირები იმსხვერპლა. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას არ შეუძლია უსაფრთხოდ
ჩაიბაროს ვერტმფრენები - აცხადებენ მოსკოვში.
internet.ge