სირიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა აბდელ ბასეტ
სეიდამ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბაშარ ასადმა ქიმიური
იარაღის გამოყენება დაიწყო.
მან თურქეთის ტერიტორიაზე
სირიელ ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა, რის შმდეგაც პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა,
რომ სირია ბრძოლის ველად არის ქცეული და ზოგიერთ ქალაქებში ასადის რეჟიმი უკვე
ქიმიურ იარაღსაც იყენებს.
თურქეთში მყოფ სირიელ
დევნილთა რაოდენობამ უკვე 44 ათასს გადააჭარბა.
Internet.ge