GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსული კომპანიები ომისთვის უკანონოდ მზადებაში ამხილეს
16:20 30.07.2012
დღის სიახლეები

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო და ფედერალური საგადასახადო სამსახური მასშტაბურ შემოწმებას ატარებს იმ რუსულ კომპანიებში, რომლებიც მობილიზაციის პროგრამაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

უკვე შემოწმებულია 65 ობიექტი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ კომპანიებს არაფერი აქვთ საერთო მობილიზაციასთან და შეღავათების მიღების მიზნით, უბრალოდ, იტყუებიან.

სამობილიზაციო მომზადება შეიღარებული ძალებისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის სამხედრო რეჟიმზე გადაყვანას ნიშნავს, ამ გეგმას კი რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს.

მშვიდობიან პერიოდში სამობილიზაციო სიმძლავრეები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაწილობრივ, ან მათი კონსერვაცია უნდა მოხდეს, თუმცა მთელი აღჭურვილობა ომისათვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

კომპანიები, რომლებიც ამ მიზნებს ემსახურებიან, სარგებლობენ უფლებით, უკან დაიბრუნონ ბიუჯეტში გადახდილი ფული.

ყოველწლიურად, სამობილიზაციო მომზადების პროგრამაში მონაწილე თითქმის 2000 კომპანია ითხოვს ფულის უკან დაბრუნებას. ამ დროისათვის შეამოწმეს ენერგეტიკული სექტორი და კომპანიებს 2,4 მილიარდი რუბლის უკან დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

აღმოჩნდა, რომ სამობილიზაციო საშუალებებს, კომპანიები, მოგების მისაღებად, ჩვეულებრივ რეჟიმში ამუშავებდნენ.

საგადასახადო შეღავათების მიღების სურვილი კი იმ რუსულ ფიჭურ ოპერატორებსაც აქვთ, რომლებმაც, სამობილიზაციო გეგმის თანახმად, ომის შემთხვევაში აბონენტებს საყოველთაო მობილიზაციის შესახებ SMS-შეტყობინებები უნდა დაუგზავნონ, თუმცა შეტყობინების რაიმე განსაკუთრებული სისტემა არ გააჩნიათ და ამას იმავე საშუალებებით აკეთებენ, რითაც ჩვეულებრივ აბონენტებს ემსახურებიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურაში ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით განაცხადებების მიღება დაიწყო1
არასამთავრობოები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლას სთხოვენ2
ღარიბაშვილი: პოლიცია არა მხოლოდ შენობებით, არამედ საქმიანობის შინაარსითაც გამჭვირვალე უნდა იყოს3
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება4
გოგა ხაჩიძე: არ იქნება მანდატური, იქნება სკოლის მაყურებელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X