შუშარინი: ეს იქნება რუსეთის სულმასშტაბიანი შეჭრა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით
ომი საიმედო საშუალებაა და პუტინმა შეიძლება გააკეთოს ეს, მომავალში,
საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად - დაწერა თავის ბლოგზე ცნობილმა რუსმა
ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა დიმიტრი შუშარინმა, რომელიც ფიქრობს, რომ „ეს იქნება
სულმასშტაბიანი შეჭრა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით - ქართული
სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით“.
„გავიმეორებ უკვე არაერთხელ ნათქვამს: საბჭოთა კავშირის ყოფილი
რესპუბლიკებიდან, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ
წყობას შეიძლება ვუწოდოთ დემოკრატიული. და ამიტომ, ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს
პუტინის რეჟიმისათვის. მსგავსი მაგალიტები არ უნდა იყოს“ - წერს შარინი.
მისივე თქმით, ომს რუსეთის ოპოზიციაც დაუჭერს მხარს, თუნდაც თავისი
დუმილით, თუმცა ოპოზიცია უკვე აღარც არსებობს - ასკვნის პოლიტოლოგი.
internet.ge