აზერბაიჯანული მედიის
ცნობით, სომხეთი ბოლო დღეების მანძილზე აზერბაიჯანის საზღვართან თავდაცვით
ნაგებობებს დგამს.
„სომხეთი საზღვარზე
სხვადასხვა სახის ბარიერებს დგამს, მაგრდება არსებული თავდაცვითი პოზიციები.
სამუშაოები ღამით მიმდინარეობს და მასში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო
განაღმვითი რაზმები, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პირადი შემადგენლობა და
სპეცტექნიკა,“ - იუწყება „აეზ.აზ“.
გამოცემის ცნობით,
სომხეთის თავდაცვის მინისტრი რეგულარულად ათვალიერებს სამუშაოებს.
როგორც სამხედროები
იუწყებიან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, შედარებით საფრთხის
შემცველი ზონების დანაღმვაც ხდება, ასევე ქსელისა და სასიგნალო სისტემებისთვის
ხელისშემშლელი საშუალებების დამონტაჟება.
„სომხური მედიის
რეპორტაჟებში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა
პანიკაშია. სამხედრო ექსპერტების თქმით, საომარი მოქმედებების დაწყების
შემთხვევაში აზერბაიჯანი რეალურ საფრთხეს შექმნის სომხეთისათვის, მიაყენებს რა
დარტყმებს სახელმწიფო საზღვრიდან. ამის შემდეგ, დაყოფს რა შუაზე სომხეთის სამხედრო
შენაერთებს, აზერბაიჯანი, თავის სასარგებლოდ შეცვლის სამხედრო ოპერაციის შედეგებს
ყარაბაღში,“ - წერს სომხურ მედიაზე დაყრდნობით „აზე.აზ“.
Internet.ge