რუსი სამხედროები მედვედევს აგვისტოს საომარი მოქმედებების დაგვიანებით დაწყებას საყვედურობენ
2008 წლის აგვისტოს ომი
ერთ დღეში და ნაკლები მსხვერპლით დამთავრდებოდა, დიმიტრი მედვედევს რომ არ
ეყოყმანა და დროულად მიეღო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.
ამის თაობაზე რუსი სამხედროები აგვისტოს ომის წლისთავისათვის გადაღებულ დოკუმენტურ
ფილმში „დაკარგული დღე“ ღიად საუბრობენ.
თადარიგის გენერალი იური
ბალუევსკი, რომელსაც 2004-2008 წლებში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტი
ეკავა, აცხადებს, რომ მაშინდელი პრეზიდენტი ვერ ბედავდა ბრძანების გაცემას:
„ასეთ შემთხვევაში,
დანაკარგები, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკლები იქნებოდა. ბრძანება, სამწუხაროდ, დაგვიანებით
იქნა გაცემული,“ - განაცხადა ბალუევსკიმ.
რუსული მედია წერს, რომ
მედვედევს რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმა არც სჭირდებოდა. მას უნდა გაეცა
ბრძანება, რათა გაეხსნათ დოკუმენტების პაკეტი, რომელიც ქართული შეტევის
შემთხვევაში მკაფიო ინსტრუქციებს შეიცავდა. აღნიშნული ინსტრუქციები ვლადიმერ
პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში იქნა შემუშავებული”, - ამბობს ბალუევსკი.
მისივე თქმით, „ვიდრე
პეკინში მყოფი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისგან ერთ ადგილზე პანჩური არ მიიღეს, ყველას
რაღაცის ეშინოდა... ბრძანება, სამწუხაროდ, დიდი დაგვიანებით იქნა გაცემული...“.
Internet.ge