GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი ქიმიური თავდასხმის მოსაგერიებლად ჯარებს წვრთნის
13:40 07.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთი ქიმიური თავდასხმის მოსაგერიებლად და მისი შედეგების აღსაკვეთად ჯარებს წვრთნის.

დაახლოებით 500 სამხედრო და 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა დასავლეთის სამხედრო ოლქის ქიმიური დაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლების მეორე ეტაპში, რომელიც კურსკის, მოსკოვის, ლენინგრადის და ივანოვსკის ოლქებში ჩატარდა და ქიმიური შეტევის მოგერიებასა და მისი შედეგების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

როგორც „რია ნოვოსტის“ დასავლეთის ოლქის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის და რადიაციული ჯარების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხაილ ჩერნიშევმა განუცხადა, ყველაზე მასშტაბური იყო სწავლება, რომელიც კურსკში, შიგროვსკის რაიონის სამხედრო პოლიგონზე გაიმრთა. მასში 250 სამხედრო და 60 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. ისინი მეცადინეობდნენ, თუ როგორ უნდა მოეგერიებინათ ბანდფორმირების თავდასხმა, რომელმაც  ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

მოწინააღმდეგის გაუვნებელყოფის შემდეგ კი „ბეტეერებით“ უნდა ჩაეტარებინათ ტერიტორიის რადიაციული დაზვერვა, განესაზღვრათ დაბინძურების ზონის საზღვრები, შემდეგ სპეციალური დამუშავების ქვედანაყოფს უნდა გაეწმინდა ტექნიკა და შეიარაღება, რომელზეც ქიმიური ნივთიერება გავრცელდა. ბოლოს კი მოწინააღმდეგისგან, თერმული კვამლის საშუალებით უნდა დაემალათ სამხდრო ტექნიკა და საიდუმლო ობიექტები.

მიხეილ ჩერნიშევის განცხადებით, სამხედროებმა წარმატებით გაართვეს თავი სწავლებას. თუმცა, ქიმიური თავდასხმის მოგერიების გარდა, როგორც ცნობილი გახდა, რუსეთი თავად იწყებს „ახალ ფიზიკურ პრინციპებზე“ დამყარებული იარაღის შექმნას.

თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მიერ „სხივური, ტალღური, გენური და ფსიქოფიზიკური“ იარაღის შექმნის შესახებ გახმოვანებულმა გეგმამ ექსპერტები შეაშინა: ამ იარაღის ზოგიერთი სახეობა საერთაშორისო აკრძალვას ექვემდებარება, რადგან ის გენოციდის საშუალებაა -  ამ სიტყვის სრული გაგებით.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიქსუ პაატელაინენი: საქართველოს დაცვა უნდა გავტეხოთ1
"ბილაინის" ოფისის გაძარცვაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება2
დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობის გამო ვითარების დესტაბილიზაციას პროგნოზირებენ3
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა4
პრეზიდენტის ინიციატივით გამოცდები წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X