ავღანეთში,
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის განცხადებით, ავღანეთის
ერთიანი არმიის წევრმა სამი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა.
მაიორ ლორი ჰოდჯის
განცხადებით, სროლა დღეს დილით, სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში მოხდა. მაიორი არ
საუბრობს დეტალებზე და აცხადებს, რომ მიმდინარეობს სამხედრო გამოძიება.
მიმდინარე კვირას ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის ეს უკვე
მესამე შემთხვევაა.
internet.ge