22 წლის პალესტინური
წარმოშობის ნასარ ჯეისონმა აღიარა, რომ აპირებდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის
პოპულარულ რესტორანში ტერაქტი მოეწყო. ფიქრობდა, რომ ასეთი მეთოდით „ერაყისა და
ავღანეთის ხალხების მიმართ სამართლიანობას“ აღადგენდა.
ჯეისონმა კენკუტის შტატში
განთავსებული ფორტ-კემპბელის სამხედრო ბაზა გასული წლის ივლისში თვითნებურად
დატოვა. ერთი თვის შემდეგ ის დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, იმ
დროისათვის ჯარისკაცს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ტერაქტისათვის.
ნასერ ჯეისონს 6 პუნქტით
წაუყენეს ბრალი, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
Internet.ge