სირია ომისთვის ემზადება
10:29 09.04.2012
|
დღის სიახლეები
|
სამხედრო სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში, დამასკო მზადაა სათანადო პასუხისათვის. სირიის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ არ გაიყვანს ჯარებს ქალაქებიდან, თუ ოპოზიცია წერილობით გარანტიებს არ მისცემს, რის პასუხადაც, თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლის შეწყვატაზე უარი თქვა. „ჩვენ გამოვრიცხავთ სამხედრო ჩარევას, მაგრამ ჩვენი არმია მზადაა ყველაფრისთვის, და ჩვენ, ყველა, არმიაც და ხალხიც, მზად ვართ უკანასკნელ წვეთამდე დავიცვათ ჩვენი ქვეყანა განაცხადა სირიის ელჩმა რუსეთში - რიად ხადადამ. დაზავებისა და კოფი ანანის გეგმის შესრულებისთვის, მხარეები, პირველი ნაბიჯების გადადგმას ერთმანეთისგან მოითხოვენ. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, გაეროს სპეცწარმომადგენელს, კოფი ანანს, ქვეყნის ხელისუფლებისთვის არ გადაუცია ოპოზიციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობითი გარანტია. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში შეუერთდება ანანის სამშვიდობო გეგმას, თუ სირიის რეჟიმი ქალაქებიდან ჯარს გაიყვანს და მას ყაზარმებში დააბრუნებს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|