GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩრდილოეთ კორეა ახალ ბირთვულ აფეთქებას ამზადებს
10:44 09.04.2012
დღის სიახლეები

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ბირთვული გამოცდისთვის ემზადება. ამის შესახებ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „რენქსაპი“  იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა პროვინცია, ხამგენ-პუნქტოში არსებულ პოლიგონზე ამზადებს მიწისქვეშა გვირაბს. სწორედ ამ პოლიგონზე ჩატარდა წინა ორი ბირთვული გამოცდაც.

როგორც დაზვერვის წყარო იუწყება, თანამგზავრებიდან მიღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ბირთვული გამოცდების ადგილზე გათხრილია ახალი მიწისქვეშა გვირაბი, გვერდით კი მიწის გროვა და ქვიშა ჩანს. სავარაუდოდ, მიწისქვეშა ბირთვული აფეთქების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში შორი მოქმედების რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აპირებს. ამ გეგმას ეწინააღმდეგება სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ. კერძოდ, იაპონიამ განაცხადა, რომ აპირებს ჩამოაგდოს რაკეტა იმ შემთხვევაში, თუ ის მის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდება.

ჩრდილოეთ კორეამ მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ორჯერ - 2006 და 2009 წლებში განახორციელა. ორივე შემთხვევაში ბირთვულ გამოცდას წინ უძღოდა შორი მოქმედების რადისუსის რაკეტების გაშვება. 2012 წლის თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა, აშშ-ის სასაურსათო დახმარების სანაცვლოდ, დათანხმდა მორატორიუმი დაეწესებინა ბირთვული გამოცდების ჩატარებაზე. თუმცა ერთი თვის შემდეგ ეს დახმარება შეწყდა სწორედ იმის გამო, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა აპირებდა გაეშვა რაკეტა „ინხა-3“.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რაკეტამ ორბიტაზე თანამგზავრი უნდა გაიყვანოს, თუმცა აშშ თვლის, რომ  რაკეტის გაშვება, სინამდვილეში, ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იქნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსთავის №16 დაწესებულება დიპლომატებმა მოინახულეს1
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 22 ივლისისთვის2
აფხაზეთში რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი იმყოფება3
აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს სამხედრო წვრთნას ატარებს4
საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X