სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა სასტუმროსთან ააფეთქება მოხდა(VIDEO)
სირიელი ამბოხებულების განცხადებით, ცენტრალურ დამასკოში, სასტუმროსთან,
რომელშიც გაეროს სადამკვირვებლო მისია იყო განთავსებული, აფეთქებების სერია
განხორციელდა.
თავისუფალი არმიის
წარმომადგენელი, აბუ ალ-ნური ირწმუნება, რომ შენობა, სადაც დაახლოებით 150-მდე
სამხედრო მაღალჩინოსანი იმყოფებოდა, მთლიანად განადგურებულია. მან „ალ ჯაზიარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში
განაცხადა, რომ FSA სამი თვის განმავლობაში გეგმავდა ამ თავდასხმას.
ოპერაცია გათვლილი იყო
ცენტრალური დამასკოს იმ ნაწილზე, სადაც უსაფრთხოების ძალები არიან განლაგებულები“,
- განაცხადა მან სატელეფონო ინტერვიუში.
სირიის სახელმწიფო
ტელევიზიის ინფორმაციით, დამასკოში მომხდარი აფეთქება, მანქანაში ჩამონტაჟებულმა
ბომბებმა გამოიწვია.
„ეს არის
დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც აჩვენებს რა სახის თავდასხმები მიმდინარეობს
სირიაში. თუმცა ის გავლენას მაინც ვერ მოახდენს სირიელ ხალხზე და ისინი მაინც
იბრძოლებენ“, - განაცხადა სირიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ფაისელ მეკჰადმა.
Internet.ge