შაბათს,
ინგუშეთის სოფელ საგოპშში, ტერორისტმა-თვითმკვლელმა პოლიციელის
დაკრძალვის დროს თავი აიფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.
15 დაჭრილი
უმძიმეს მდგომარეობაშია. თვითმკვლელი - ხამზამ ალდიევი 34 წლის იყო. მისი
იდენტიფიკაცია უკვე მოხდა.
მსგავსი
შემთხვევები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში უჩვეულო არ არის.
რუსეთის
ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ედუარდ ლიმონოვი ამბობს, რომ რეალურად ჩრდილოეთ
კავიასიაში ომი მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს, ხალხი კი,
რატომღაც, არ აცნობიერებს, რა ხდება ამ რესპუბლიკებში, - რა ქვია ამ სიტუაციას
„ფსბ“-ს დოკუმენტებში? - პარტიზანული ომი, ომი დივერსანტებთან თუ, უბრალოდ, ომი? -
კითხულობს ლიმონოვი.
internet.ge