„სომხეთის
გათავისუფლების საიდუმლო არმიამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთში
„ტერაქტების განახლებით“ იმუქრებიან - წერს MIGnews.com.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხედრო
ინტერვენციის ნებისმიერი მცდელობა, ირიბი ან პირდაპირი დარღვევა სირიაში სომხეთის
დიასპორის უსაფრთხოებისა და სტატუსისა, მკაცრ კონტრ-ზომებს წააწყდება“.
„სომხეთის
გათავისუფლების საიდუმლო არმია“ აქტიურად მოქმედებდა 70-იან 80-იან წლებში და მის
ანგარიშზე 40 მოკლული თურქი დიპლომატია - აზუსუტებს სააგენტო.
დაახლოებით 2
ათასი სომეხი გაიქცა სირიიდან სამშობლოში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიარაღებული
კონფლიქტი დაიწყო.
internet.ge