|
10:30 23.07.2012
|
თურქეთმა „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები სირიის საზღვართან გადაისროლა, სადაც გუშინ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიაზე“ დაყრდნობით იუწყება. |
|
|
15:28 21.07.2012
|
რუსულმა ტუ-22-ების ესკადრილიამ ლიტვის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაზეც ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვს ნოტაც გაუგზავნა და განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავების საპასუხოდ ცაში აფრინდნენ პოლონური თვითმფრინავები, რომლებიც ლიტვაში ნატოს მისიით იმყოფებიან. |
|
|
10:53 21.07.2012
|
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სირიაში მინიმუმ 128 ადამიანია მოკლული. მათი უმრავლესობა სამთავრობო ჯარების მიერ იმ კვარტლებზე შეტევის დროს დაიღუპა, რომლებიც მეამბოხეებს ჰქონდათ დაკავებული. |
|
|
21:35 20.07.2012
|
რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს სირიისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული საბრძოლო ვერტმფრენების მი-25-ების მიწოდებას, რაც ქვეყანაში სიტუაცია ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. |
|
|
12:36 20.07.2012
|
პენტაგონს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსობორონექსპორტისგან“ იარაღის ყიდვის უფლება აღარ აქვს. ამის მიზეზი კომპანიის სირიასთან თანამშრომლობა გახდა. |
|
|
14:34 19.07.2012
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში ჩაერთო. |
|
|
09:53 18.07.2012
|
მიმომხილველთა თქმით, ეს სირიაში მიმდინარე 17-თვიანი კონფლიქტის მანძილზე ყველაზე სასტიკი შეტაკებებია. |
|
|
15:22 16.07.2012
|
თვითმხილველები იუწყებიან, რომ მთელს ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ასობით მეამბოხემ კი წუხელ კოორდინირებული შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა დამასკოს გარეუბნებში მათი წინააღმდეგობა ჩაახშო. |
|
|
14:40 16.07.2012
|
ნატოს სადაზვერვო სამსახურებმა კონტროლზე აიყვანეს რუსეთის ფლოტის სამხედრო გემების დაჯგუფება, რომელიც ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდება. |
|
|
14:26 16.07.2012
|
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაცხრილეს აზერბაიჯანული პოზიციები. ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია იუწყება. |
|
|
13:35 14.07.2012
|
კურსის დახურვის საზეიმო ცერემონია დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა.
|
|