პორტუგალიური “მარიტიმუ” გორის “დილასთან” ევროპის ლიგის ფლეი-ოფის
განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად თბილისს 18 ფეხბურთელით ეწვია. შეხვედრა 30
აგვისტოს “მიხეილ მესხზე” გაიმართება და ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიწყება.
“მარიტიმუს” ძირითადის 3 ფეხბურთელი აკლია - სემედო ოლდერდამი
ტრავმირებულია, ხოლო ჟოაო ლუიზი და რუბენ ფერეირა ტრავმირებულნი არიან. “დილას” კი
დისკვალიფიკაციამოხდილი მთავარი ფორვარდი მათე ვაწაძე დაუბრუნდა, რომელიც ძალიან
აკლდა პორტუგალიაში.
შეგახსენებთ, რომ პირველი ორთაბრძოლა ქალაქ ფუნშალის სტადიონ
“ბარეირუშზე” “მარიტიმოს” გამარჯვებით დასრულდა - ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე
ფიდელისმა გაიტანა. ამ წყვილის გამარჯვებული ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის
უფლებას მოიპოვებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო - ბილეთის ფასი 5
ლარია.
Internet.ge